დავით სერგეენკო: ყველა პროცესი, რომელიც „რუსთავი 2“-სკენ არის მიმართული სამართლიანად მოგვარდება

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში მიმდინარე პროცესებით პოლიტიკური სპეკულირება არ არის გამართლებული.
მისი თქმით, ყველა პროცესი, რომელიც „რუსთავი 2“-სკენ არის მიმართული, გამჭვირვალედ და კანონის ფარგლებში მოგვარდება.
“ზოგადად, მედიასაშუალებებთან მიმართებაში, საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე თემებზე საკითხის პოლიტიზება მომგებიანი არავისთვის არ უნდა იყოს, ან რაიმე დოზით ანგაჟირება, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება. ყველა პროცესი, რომელიც “რუსთავი 2″-სკენ არის მიმართული, მალე გამჭვირვალედ, სამართლიანად და კანონის ფარგლებში მოგვარდება”, – აღნიშნა სერგეენკომ.
სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები