თერჯოლაში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

იმერეთში, ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. თერჯოლის გზაზე, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომანქანის ერთ-ერთი მგზავრი ადგილზევე დაიღუპა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები