თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 26-29 მაისს გაიმართება

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის 2017 წლის საგაზაფხულო სესიას თბილისი უმასპინძლებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პაოლო ალის შეხვედრაზე აღინიშნა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურაში ინტეგრაციის ძირითადი საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დღის წესრიგს და აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ამ მიმართულებით.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის მნიშვნელობაზე, რომელიც თბილისში 26-29 მაისს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები