მეუფე დიმიტრი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ მასალებთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს

​ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დიმიტრი ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მასალებისა და ფარული ჩანაწერების შესახებ კომენტარს არ აკეთებს.
როგორც „კვირას“ მეუფე დიმიტრიმ განუცხადა, მას აღნიშნულ საკითხზე, ამ ეტაპზე, საუბარი არ სურს. მისი თქმით, განცხადებას სინოდის სხდომის შემდეგ გააკეთებს.
„ვერ გავაკეთებ კომენტარს. ვერაფერს გეტყვით სინოდის სხდომამდე, განცხადება გაკეთდება სინოდის სხდომის შემდეგ“, – განუცხადა „კვირას“ მეუფე დიმიტრიმ.
სინოდის სხდომა ხვალ, 9 მარტს უნდა გაიმართოს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენისა და შენახვის ფაქტზე. საგამოძიებო უწყებამ ე.წ. ციანიდის საქმეში მტკიცებულების სახით არსებული აუდიო და ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნა. როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ჩანაწერების განხორციელება საქმის მთავარ მოწმესთან, ირაკლი მამალაძესთან შეთანხმებით, თავად მთავარი პროკურატურის მიერ დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები