ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ქალბატონებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ

საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი აბუსერიძის ინიციატივით, შპს ქ. თბილისის №4 საოჯახო მედიცინის ცენტრში სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ქალბატონებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ისნის №8 ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სამედიცინო ცენტრში შეკრებილ ქალბატონებს ქალთა დღე მიულოცა და მათ ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა. დეპუტატის განცხადებით, აქციის მიზანი იმ ქალთა დახმარებაა, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
„მინდა, გაზაფხულის დადგომა და ქალთა დღესასწაული მივულოცო ყველა მანდილოსანს, ვუსურვო ბედნიერება და დიდხანს სიცოცხლე. ჯანმრთელობა-შეუფასებელი სიმდიდრე და ადამიანის სიცოცხლის განმსაზღვრელი ფაქტორია. დროული დიაგნოსტიკა დაავადებების დამარცხების და ჯანმრთელობის საწინდარია. აქციის მიზანიც სწორედ ეს არის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მედიცინის საოჯახო ცენტრთან. მინდა, მადლობა გადავუხადო კლინიკის გენერალურ დირექტორს, ვახტანგ ჭედიას, ადმინისტრაციას და სამედიცინო პერსონალს აქტიური თანამშრომლობისთვის. აქციის ფარგლებში, პაციენტებს საჭიროებისამებრ, ჩაუტარდათ ექოსკოპიური გამოკვლევები და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კონსულტაცია”,- განაცხადა პარლამენტის წევრმა. საქველმოქმედო აქცია ქალთა კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
საქველმოქმედო აქცია ირაკლი აბუსერიძის და შპს. თბილისის №4 საოჯახო მედიცინის ცენტრის ეგიდით უკვე მესამე წელია, იმართება. აღსანიშნავია, რომ დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, მრავალი ქალის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები