ვეტერან ქალბატონებს 8 მარტი ბავშვებმა მიულოცეს

8 მარტს, „გობელენის მუზეუმში“ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილებისა და შვილიშვილების ნახატების გამოფენა გაიმართა. როგორც „კვირას“ ვეტერანების ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, 8 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, ნახატების კონკურსი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა 12 წლამდე ასაკის 56-მა ბავშვმა მიიღო. კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც ხელოვანი ვეტერანები და სამსახურის თანამშრომლები იყვნენ.
პირველ ადგილზე 12 წლის მარიამ თეთრაძე გავიდა, მეორე ადგილი 10 წლის ნიკოლოზ ქისიშვილმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი 10 წლის ალექსანდრა მეცხოვრიშვილს ერგო. გამარჯვებულების დაჯილდოება საზეიმო გარემოში გაიმართა. მათ სამახსოვრო პრიზები გადაეცათ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა გამარჯვებული ნახატებისგან მისალოცი ბარათები დაამზადა, რომლებიც ვეტერან ქალბატონებს 8 მარტს დაურიგდათ. შარდენის ქ. 19-ში გამოფენა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები