მარკ ჰულსტი: მიგრაციის პროცესი საქართველოდან კვლავ აქტუალურად განიხილება

“მიგრაციის ტენდენციები იზრდება, მაგრამ იცვლება მიმართულებები”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის” ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, მარკ ჰულსტმა განაცხადა.
​ბოლო მონაცემებიდან გამომდინარე, ჰულსტი აღნიშნავს, რომ მიგრაციისა და მოსახლეობის გადინების პროცესი საქართველოდან კვლავ ინტენსიურია, თუმც მისივე ინფორმაციით, ცვლილებები შეინიშნება ქვეყნებთან მიმართებაში.
„ადრე ინტენსიურად იყო საბერძნეთში გადინება, ახლა უფრო იტალია, თურქეთი – ქალბატონები, მამაკაცები უფრო უკრაინაში. პრობლემაა ის, რომ გასვლა შეიძლება ხდება ლეგალურად, მაგრამ მუშაობენ არალეგარულად, მათ აქვთ ვიზა, რომელიც არ აძლევთ შრომის ნებართვას. მიგრაციის პროცესი საქართველოდან კვლავ აქტუალურად განიხილება. ეს ხშირად ვერ კონტროლდება და არცთუ ისე ადვილია, ჩვენ არ ვიცით მთლიანი ფენომენის მასშტაბი. ხშირად წასული ადამიანები ცდილობენ, რომ დიდი ხნით დარჩნენ, რადგან ჰქონდეთ მუდმივი შემოსავალი“, – განაცხადა „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის „ხელმძღვანელმა, მარკ ჰულსტიმ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები