მარკ ჰულტსი: საქართველოს პასპორტს უცხოელებისთვის აქვს ოქროს ფასი

ბოლო ტენდენციის მიხედვით, საქართველო ხდება უცხოელებისთვის საინტერესო ქვეყანა, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“​ ხელმძღვანელმა, მარკ ჰულტსმა განაცხადა.
ჰუტსი თვლის, რომ საქართველო, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ კარგად აკონტროლებს საკუთარ საზღვრებს.„მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის“ ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, საქართველო უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდა, როგორც ტურისტებისთვის, ასევე კრიმინალებისთვის.
„საქართველოს პასპორტს ოქროს ფასი აქვს უცხოელისთვის, საქართველო ბოლო პერიოდში გახდა უფრო და უფრო მიმზიდველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, არის შემთხვევები, როცა კრიმინალები ცდილობენ, მოიპარონ საქართველოს პასპორტი და ამით შემდგომში გადავიდნენ ევროპაში, კრიმინალები საზღვარგარეთ უმიზნებენ საქართველოს პასპორტს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან დოკუმენტს, მაგრამ საქართველოს პასპორტი საკმაოდ დაცული დოკუმენტია. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საკმაოდ კარგად აკონტროლებს საკუთარ საზღვრებს“, – განაცხდა მარკ ჰულტსმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები