ქუთაისში მძღოლებმა მგზავრობის საფასური თვითნებურად გაზარდეს და მუშაობა განაახლეს

ქუთაისის საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებმა მუშაობა განაახლეს და მგზავრობის საფასური თვითნებურად გაზარდეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.
ქუთაისის მერია მოსახლეობას ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ მძღოლი მგზავრობის საფასურის გადახდას გაზრდილი ტარიფით მოითხოვს.
„მგზავრობის საფასურის გაზრდის მოთხოვნით, ორი დღეა, ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების არასანქცირებული აქცია მიმდინარეობდა.
ცოტა ხნის წინ  პროტესტი შეწყდა და სამარშუტო ტაქსების ნაწილი მგზავრებს გაზრდილი ტარიფით ემსახურება.  ტარიფის გაზრდა თვითნებურად მოხდა, რაც კანონდარღვევაა.
მერიას აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია. “თუ მძღოლი გაზრდილი ტარიფით მოითხოვს მგზავრობის საფასურის გადახდას, გვაცნობეთ ცხელ ხაზზე,  242651“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები