რუსთავში, აბაზანაში 85 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აბაზანაში 85 წლის ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.
წინასწარი ინფორმაციით, მოხუცი ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა.
გარდა ამისა, შეუძლოდ არის მისი შვილიც, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პირველადი ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მიზეზი წყლის გამათბობელია.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის განმავლობაში, რუსთავში ბუნებრივი გაზით ინტოქსიკაციის საგანგაშო სტატისტიკა დაფიქსირდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 119 შემთხვევიდან 5 ფატალურად დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები