„მიგრანტებისთვის საქართველოში რაიმე თავშესაფრის აშენება ან მათი აქ შემოყვანა არ იგეგმება“

 მიგრანტებისთვის საქართველოში რაიმე თავშესაფრის აშენება ან მათი აქ შემოყვანა არ იგეგმება და არ განიხილება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაზა გაბუნია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
როგორც გაბუნია აღნიშნავს, ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა.
„მიგრანტებისთვის საქართველოში რაიმე თავშესაფრის აშენება ან მათი აქ შემოყვანა არ იგეგმება და არ განიხილება. ევროკავშირის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი ქართულ მხარესთან არასდროს, არც ერთ დონეზე ოფიციალურად არ დამდგარა. მათ შორის ამ საკითხს არ შეხებია თავად ბატონი კურცი არც საქართველოში სტუმრობისას და არც რაიმე სხვა ფორმატში. ეს საკითხი საქართველოში დღის წესრიგში არ დგას“, – წერს გაბუნია ფეისბუქის პირად გვერდზე. სოციალურ ქსელში იმავე შინაარსის სტატუსს აქვეყნებს დეპუტატი ოთარ ჩრდილელიც. „ევროკავშირის ტერიტორიაზე, მყოფი მიგრანტების გადანაწილების საკითხი-ჩვენი ქვეყნის, დღის წესრიგში არ დგას! განხილვასაც არ ექვემდებარება!!!“, -წერს ჩრდილელი.
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი სებასტიან კურცი გამოდის ინიციატივით, მიგრანტების მისაღებად ევროპული ცენტრები შეიქმნას. მინისტრი ერთ-ერთ ქვეყნად, სადაც, შესაძლოა, მსგავსი ცენტრი შეიქმნას, საქართველოსაც ასახელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები