სახელმწიფო დეპარტამენტი: ხელისუფლების მისამართით ისმის კრიტიკა, რომ ხშირად ის გამოხატვისა და მედიის თავისუფლებას ადეკვატურად არ იცავს

 ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 2016 წელს ადამიანის უფლებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს კანონმდებლობით გამოხატვისა და მედიის თავისუფლება დაცულია, თუმცა ხელისუფლების მისამართით ისმის კრიტიკა, რომ ის ხშირად ადეკვატურად არ იცავს აღნიშნულ უფლებას.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში მედია პლურალიზმის საკითხი ჟურნალისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ ეჭვქვეშ მას შემდეგ დააყენეს, რაც ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა გავლენა მოახდინა წამყვან ტელეკომპანიებზე, მათ შორის „რუსთავი 2“-ზე.
“ზოგიერთი მედიასაშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია გამოხატავს შეშფოთებას მედია პლურალიზმის შეზღუდვის და მედიაში პოლიტიკური ჩარევის გამო. კონკრეტულად ეს უკავშირდება მთავრობის ჩარევას ქვეყნის ყველაზე უფრო პოპულარული ტელევიზიას “რუსთავი 2“-ს და ასევე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასაც, რომელიც ამ არხის მფლობელობის სამართლებრივ დავას განიხილავდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის პოზიციით ეს იყო კერძო მხარეების სამართლებრივი დავა, სააპელაციო სასამართლოს ქმედებები დანახული იქნა როგორც არხის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა, რომელიც კრიტიკულადაა განწყობილი მთავრობის მიმართ”,- ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ „პარლამენტის უუნარობამ, სამი წლის განმავლობაში აერჩია საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის რეორგანიზაციის საბჭოს 8 წევრი, გააჩინა ეჭვი, რომ შერჩევის პროცესის პოლიტიზირება ხდებოდა და ნეგატიურ გავლენას ახდენდა ტელევიზიის მიერ მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები