2 აგვისტო ირაკლი სუთიძის დაბადების დღეა

დღეს ირაკლი სუთიძის დაბადების დღეა, მას 71 წელი შეუსრულდებოდა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის ინფორმაციით, ირაკლი სუთიძე 1980-იანელ მხატვართა თაობის წარმომადგენელია.
„მისი გამორჩეული ხელწერა თავისებურ წესრიგსა და პოეტურობაში მდგომარეობს.
მონუმენტურ კომპოზიციებში ნარატივისგან დაცლილი გამოსახულებები განყენებული სახე-სიმბოლოებია. ის უკუაგდებს ქართულ რეალობას, ურბანულ და სოციალურ ყოფით სცენებს, დროში იკარგება და ცდილობს მსოფლიო კულტურული კოდების, გმირების, სიმბოლოების გადააზრებას.
ფონის თავისებურება, ფაქტურა, ფერწერული სხივოსნობა და უტრირებული სხეულები ხელოვანის სახვით ენას მედიტაციურ და განყენებულ ჭრილში წარმოაჩენს“, – აღნიშნულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფოტო:  საარქივო ფოტომასალა ირაკლი სუთიძის გამოფენიდან – „ის 70“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები