ქიბარ ხალვაში პრეზიდენტის ადმინისტრაციას გენერატორის დაბრუნებას სთხოვს

 პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის ინიციატივას, რომ პრეზიდენტის და მთავრობის სარეზერვო ფონდიდან “რუსთავი 2”-სთვის თანხა გამოიყოს, ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ფეისბუქის საშუალებით ეხმაურება. ქიბარ ხალვაში პრეზიდენტის ადმინისტრაციას გენერატორის დაბრუნებას სთხოვს. როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, მისი კომპანიის კუთვნილი გენერატორი, თავის დროზე სააკაშვილმა წაიღო.
„იქნებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას იმაზეც გეფიქრათ, როგორ დააბრუნოთ ჩვენს კომპანიაზე უკანონოდ ჩამორთმეული დიზელ-გენერატორი, რომელიც მიშა სააკაშვილმა წაიღო ჩვენი ქარხნიდან, რომლის ფასი მილიონამდეა? ჩაგეთვლებათ რომ სამართლიანობის აღდგენაზე ზრუნავთ“, – წერს ქიბარ ხალვაში სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები