როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უახლოესი დღეების განმავლობაში უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ საქართველოში დათბება, ჰაერის ტემპერატურა 18 -დან 24 გრადუსამდე მოიმატებს, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 6-8 მარტს ჰაერი 10-დან 13 გრადუსამდე გათბება, 9 მარტიდან ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო მოიმატებს და 20 გრადუსს მიაღწევს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები