დღეს მართლმადიდებლობის ზეიმი აღინიშნება

დიდმარხვის პირველ კვირიაკეს, დღეს, მართლმადიდებელი ეკლესია მართლმადიდებლობის ზეიმს აღნიშნავს. ამ დღეს ეკლესია ხატთმებრძოლობაზე გამარჯვებასა და ხატთა თაყვანისცემას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა სრულდება.
ეს ტრადიცია დასაბამს იღებს IX საუკუნიდან. დედეოფალმა თეოდორამ ხატმბრძოლი მეუღლის, იმპერატორ თეოფილეს გარდაცვალების შემდეგ, 842 წლის 18 თებერვალს მოაწვევინა საეკლესიო კრება ხატთაყვანისცემის აღდგენისათვის. ამ კრებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა მართლმადიდებლური სწავლება ხატთა თაყვანისცემის შესახებ. კრებაზე გადაწყდა განეკვეთათ ის სასულიერო პირები, რომელთაც არ სურდათ თავისი მწვალებლობის უარყოფა.
ამავე კრებაზე დადგინდა, რომ მორწმუნეთა ჭეშმარიტებაში განსამტკიცებლად ყოველწლიურად აღესრულებინათ „მართლმადიდებლობის ზეიმის“ წესი. ხატების თაყვანისცემის აღდგენის საზეიმოდ აირჩიეს დიდმარხვის პირველი კვირა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები