დღეს დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

დღეს, 11:00-დან 13:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სპორტული ღონისძიების ფარგლებში, სანკტ-პეტერბურგის ქ. 2/84-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ჭოროხის ქუჩის ჩასახვევამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ „კვირას“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, მარათონი – „ჩემი გაზაფხული“ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის ზურაბ ჩიკვილაძის ინიციატივით, 2015 წლიდან ტარდება და მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩუღურეთის რაიონში არსებული სკოლის მოსწავლეები და რაიონში მცხოვრები ახალგაზრდები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები