დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი იმ წერილს ასაჯაროებს, რომელიც პროკურორებმა წყევლად შეაფასეს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, სოციალურ ქსელში, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ის წერილი გაასაჯაროვა, რომელიც მისივე თქმით, პროკურორებმა წყევლად შეაფასეს.
“ბევრი ვიფიქრე და მინდა გითხრათ, თუ რისი თქმა მთხოვა მამა გიორგიმ გამოძიებისთვის, ხოლო პროკურორმა შემდგომ საჯაროდ სთქვა, რომ თურმე მამა გიორგიმ ის დაწყევლა. წაიკითხეთ: “ყოვლად წმინდა სამებავ, კრულყვოს, მზე დაუბნელოს, ზეცამ წვიმა არ მისცეს, მიწამ ნაყოფი შეუწყვიტოს, წყალი სისხლად ექცეს და მისი სისხლი წყლად, თუ მე შევიძინე ციანიდი, პატრიარქის, რომელიმე სასულიერო პირების ან შორენას მოსაწამლად. მე ვიყო ჩემი ოჯახით წყეული, ან ყველა ის პიროვნება და მისი ოჯახი, ვინც ეს მომიწყო და ჩამიდო ჩანთაში საწამლავი. აწ და უკუნისამდე, ამინ! P.S. ეს სიტყვები ჩემს მიერ წაკითხული იქნა და გადაღებული ამის ჩანაწერი აქვს გამოძიებას, მამა გიორგიმ მთხოვა წერილი მიმეტანა წმინდა სინოდის წევრებთან და მათ ეს აღესრულებიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აღასრულებს, სამწუხაროდ, წერილის დაბრუნება მომიწია მამა გიორგისთვის, რადგანც ციხის ადმინისტრაციამ, მიუხედავად ჩემი დიდი ომისა, წერილის გამოტანის საშუალება არ მომცა. ის ამას აღასრულებს!“, – წერს მიხეილ რამიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები