“გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მატრაკვეცობას უნდა შეეშვას; ერთი „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?” – შალვა პაპუაშვილი
“გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო მატრაკვეცობას უნდა შეეშვას; ერთი „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„რაღაც მომენტში ხომ უნდა მიხვდნენ, ასეთი ქცევით რა დამართეს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას. ასეთი უპატივცემულო ტონით საკუთარ ელჩს და ერთმანეთს ელაპარაკონ. ჰგონიათ, ქართველ ხალხს თვალში ნაცარს შეაყრიან? ერთი „აიტიშნიკი“ ვერ იპოვეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე? თან გვედავებიან ხოლმე, ფული გვაქვს დასახარჯი, თქვენ უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშიო. ჯერ საკუთარ ვებგვერდს მიხედონ და მერე ელაპარაკონ ქართველ ხალხს. რამე სათქმელი თუ აქვთ, დაასახელონ რეალური მიზეზი. ვერც ამბობენ სინამდვილეში, რაც უნდა თქვან. იმასაც ვერ ამბობენ, რომ არჩევნებში სხვა შედეგი უნდოდათ, დამარცხდნენ და ამ დამარცხების არაღიარების პროცესში არიან. ამის თქმასაც ვერ ბედავენ, ამხელა ქვეყანა ქართველ ხალხს ამის თქმას ვერ უბედავს, კატა – თაგვობანას გვეთამაშებიან. ეს ყველაფერი გერმანიის ელჩის მიერ შექმნილი სახის გაგრძელებაა. დღეგამოშვებით შევამოწმებთ ვებგვერდს, შევხედავთ, ქართველი ხალხის ნებას რომელი კალენდარული წლით, კალნდარული თვით და კალენდარული დღით აღიარებენ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს. აქამდე რუსეთისგან თუ გვქონდა სუვერენიტეტი დასაცავი და გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები, აღმოჩნდა, ასეთი წვრილმანი, მდაბიო საქციელით ცდილობენ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ილია დარჩიაშვილი.