შალვა პაპუაშვილი: რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა – ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ

“რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა, ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც პოლიტიკური ჯგუფი თავის პოლიტიკას არ აფუძნებს ქართულ გამოცდილებაზე, პოლიტიკასა და ინტერესებზე, წარმატების პერსპექტივა არ აქვს.

„რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ ვენესუელას – უნდათ ვენესუელობა, შეხედავენ უნგრეთს, უნდათ უნგრელობა, შეხედავენ ნეპალს, უნდათ ნეპალელობა. მთავარი არის ერთი რამ, არ უნდათ ქართველობა. ეს არის მათი მთავარი პრობლემა. უნდათ იყვნენ ნებისმიერი სხვა, მაგრამ არა ქართველი. არა ქართველს არ ექნება არასდროს წარმატება საქართველოში. როდესაც პოლიტიკური ჯგუფი თავის პოლიტიკას არ აფუძნებს ქართულ გამოცდილებაზე, პოლიტიკასა და ინტერესებზე, წარმატების პერსპექტივა არ აქვს. ეს აჩვენებს სასოწარკვეთას, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაშია“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები