აშშ-მა სირიიდან თავისი ძალების გაყვანა დაასრულა

აშშ-ის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო კოალიციამ სირიიდან ჯარების გაყვანა დაასრულა,- ამის შესახებ ინფორმაციას სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სირიის მთავრობა აცხადებს, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება ჯარის გაყვანაზე ნიშნავს, რომ ის მიზეზი, რის გამოც ამერიკელი ჯარისკაცები სირიაში იყვნენ – ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლა – ფუნდამენტურად შეიცვალა.

თებერვალში, The Wall Street Journal-მა, წყაროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-მა დაიწყო სირიიდან დარჩენილი ყველა ჯარის გაყვანა. ეს ქვეყანაში აშშ-ის ათწლიანი ოპერაციის დასასრულს აღნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები