“რუსთავი 2”-ის ადვოკატი: ცხადია, გვაქვს იდეები როგორ დავიცვათ თავი

“რუსთავი 2”-ის ადვოკატის თამთა მურადაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია გააგრძელებს მაუწყებლობას იმ ფორმით, რა ფორმითაც მაუწყებლობდა აქამდე. როგორც მურადაშვილი აღნიშნავს, მათთვის უცნობია რა ღონისძიებებს მიმართავს ქიბარ ხალვაში, როდესაც მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას.
“ამ ეტაპისთვის კონკრეტული გეგმა არ არის. ცხადია გვაქვს იდეები, როგორ შეიძლება დავიცვათ თავი, თუმცა არ ვიცით როგორ განვითარდება მოვლენები. საპროტესტო აქციები გაგრძელდება.  “რუსთავი 2”-ის თანამშრომლები კომპანიას შეძლებისდაგვარად, ყველანაირად დაიცავენ, რადგან არსებობს ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ “რუსთავი 2”-ის ამ სახით არარსებობა მათი უფლების შეზღუდვაა”, – აცხადებს ადვოკატი.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“.
დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები