ქიბარ ხალვაში: “რუსთავი 2” არ იქნება რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი

“რუსთავი2″-ის 60%იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშის განცხადებით,  “რუსთავი 2” ხალხის სამსახურში იქნება. ხალვაში იმედს გამოთქვამს, რომ ტელეკომპანიის თანამშრომლები მასთან ურთიერთობით უკმაყოფილოები არ დარჩებიან.
“მე არამგონია, რომ კოლექტივი უკმაყოფილო დარჩეს ჩვენთან მუშაობით. ბევრი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს ამ ტელევიზიაში. “რუსთავი 2″ იქნება ხალხის სამსახურში და არასდროს იქნება ტენდენციური, მიკერძოებული და რომელიმე პარტიის ინტერესების გამტარებელი”, – განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“.
დიდმა პალატამ, ასევე, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს ქიბარ ხალვაშისა და შპს „პანორამას“ სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით, 5000 ლარის ანაზღაურება დააკისრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები