“რუსთავი 2”-თან აქცია მიმდინარეობს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის შენობასთან ტელევიზიის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. აქციაზე შეკრებილები არიან ,,ნაციონალური მოძრაობის” და ,,ევროპული საქართველოს” წევრები, ასევე რიგითი მოქალაქეები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ კომპანია მიეკუთვნა ქიბარ ხალვშს.
9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა. უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები