თეა წულუკიანი: ომბუდსმენის მოწმედ ყოლის მიუხედავად, მერაბიშვილის დანაშაული დამტკიცდება
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგში ბრალდების მხარე სრულად მომზადებული წარსდგება.
“ჩვენ როდესაც გავასაჩივრებთ პირველი ინსტაციის გადაწყვეტილება, ოქტომბერში დიდმა პალატამ, რომელიც ფილტრაციის კოლეგიის სახელითაა ცნობილი, იმავე დღეს განიხილა 28 საჩივარი. ამ 28 საჩივრიდან მხოლოდ 2 დაკმაყოფილდა, აქედან ერთი მერაბიშვილის საქმე გახლდათ. ეს ძალიან იშვიათი შედეგია და ჩვენი მხარის დიდი გამარჯვება გახლდათ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში.
„ყველა იმ მოწმემ, რომელსაც ჩვენი კონკურენტები ასახელებენ, რომ საქმის მომსწრეა, ფაქტი უარყო და საკუთარი თავის მოწმე დარჩა. 8 მარტს გაიმართება ზეპირი განხილვა პალატაში და საქმის ბედი ძალიან მალე გადაწყდება. ჩვენ სტრასბურგში დასაბუთებული არგუმენტებით მივდივართ. მეორე მხარეს ოფიციალურად მის სასარგებლოდ მოწმედ ჩვენი ომბუდსმენი დაუდგა, ეს საკმაოდ უპრეცედენტო შემთხვევაა. ასეთი მოწმის პიროვბებშიც ვეცდებით დავამტკიცოთ, რაც სიმართლეაა, ჩვენ არგუმენტებით შეიარაღებულები ვართ”, – განაცხადა წულუკიანმა.
8 მარტს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დიდი პალატა საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის შესახებ გამოტანილ გადაწყვეტილებას ხელახლა განიხილავს.