გიორგი მარგველაშვილი – ამ ნაბიჯით ევროპაში ინტეგრაციის ბევრად მეტი შესაძლებლობა გვეძლევა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე განცხადება გააკეთა:
„მე მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს ეს წინ გადადგმული ნაბიჯი ევროპაში ინტეგრაციის თვალსაზრისით.
ეს ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოსა და საქართველოს მეგობართა ერთობლივი მიღწევაა.
ამ ნაბიჯის შედეგად ჩვენ ევროპაში ინტეგრაციის ბევრად მეტი შესაძლებლობა გვეძლევა იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც ჩვენი სახელმწიფო და საზოგადოება ერთობლივად მუშაობს და რომელიც ევროპაში სრულ ინტეგრაციას გულისხმობს”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები