ანა დოლიძე ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით: საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ 10 დღიან ვადაში პრეზიდენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მოაწეროს ხელი პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონს, თუ მოტივირებული შენიშვნებით გაუგზავნოს უკან საქართველოს პარლამენტს.
„ეს 10 დღიანი ვადა აითვლება მას შემდეგ, რაც კანონი უკვე მესამე მოსმენით მიღებული შემოვა ჩვენთან. შესაბამისად, ჩვენ ვაპირებთ, რომ სწორედ საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში ვიმოქმედოთ. 10 დღის ვადაში, მას შემდეგ რაც კანონი შემოვა ჩვენთან გადავწყვიტოთ ხელს ვაწერთ მას, თუ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული მოსაზრებების შესაბამისად მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებთ უკან”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. რიგგარეშე სხდომაზე 17 კანონპროექტს ეყარა კენჭი. მთავარი პროექტი 87-ხმით, 2-წინააღმდეგი მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები