თამარ ჩუგოშვილი: ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და ძალიან დიდი წარმატებაა

„ეს არის საბოლოო გადაწყვეტილება. დარჩა მხოლოდ და მხოლოდ გამოქვეყნება და ძალაში შესვლა, რასაც წინ უკვე არაფერი დაუდგება. რამდენადაც ვიცით, 8 მარტს უკვე გამოქვეყნდება და აქედან 20 დღეში, ანუ 28 მარტს ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება ძალაში შევა. ჩვენი მოქალაქეები 28 მარტიდან შეძლებენ ვიზის გარეშე, ე.წ. ტურისტული ვიზის პირობებით მიმოსვლას ევროკავშირის ქვეყნებში. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი და ძალიან დიდი წარმატებაა. როგორ იცით, ამისთვის წლების განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა და ძალიან დიდი შრომა ჩაიდო, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა არსებობდა. ეს არის ძალიან დიდი წარმატება და ჩვენ დარწმუნებული ვართ, ამას მოჰყვება კიდევ უფრო დაახლოება ევროკავშირთან და ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს და გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თუმცა ამას ჯერ კიდევ ბევრი შრომა სჭირდება. იმედი მაქვს, რომ საზოგადოებას მალე მიეწოდება დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორია უვიზო მიმოსვლის პირობები და მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაიცვას ეს პირობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შესვლისას“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები