საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით მნიშვნელოვანია

პოლიტოლოგის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭება ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხით მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება დიდი ხანია მზად არის ვიზალიბერალიზაციის მისაღებად.
“საზოგადოება მზად არის ამისთვის. ინფორმაცია ყველას აქვს მიღებული, რას გვაძლევს უვიზო მიმოსვლა, რა გვჭირდება და როგორ მოვიქცეთ იმისთვის, რომ არ დავკარგოთ ეს რეჟიმი. მნიშვნელოვანია, მისი პოლიტიკური რეზონანსიც საქართველოსთვის, მისი რეიტინგისათვის. ეკონომიკური თვალსაზრისითაც საინტერესოა – მოქალაქეებს შორის უფრო ადვილი იქნება თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების დაწყება. ასევე ადვილი იქნება ევროკავშირის, იქაური სტილის გაცნობა, რაც ჩვენი ბიზნესებისათვისაც ექსპორტის საქმეს გაადვილებს”,- განაცხადა პოლიტოლოგმა “პირველთან” საუბარში.
ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ, ხელი მოეწერა. დოკუმენტის ხელმოწერას საქართველოს პრემიერი დაესწრო.
რეგულაციაში საბოლოო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.
საქართველომ ვიზალიბერალიზაცია 2 თებერვლას მიიღო, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ქვეყნებში უვიზოდ შესვლისა და მოკლევადიანი პერიოდით დარჩენის საშუალება ექნებათ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ თბილისი აკმაყოფილებს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ყველა კრიტერიუმს და აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ ამგვარი კრიტერიუმების, განსაკუთრებით ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით, უწყვეტ შესრულებას კომისია სათანადოდ გაუწევს მონიტორინგს.
საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა 553-მა 66-ის წინააღმდეგ, 28-მ თავი შეიკავა.
ვიზალიბერალიზაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფლობენ ბიომეტრიული პასპორტს, საქმიანი, ტურისტული ან ოჯახური და არა სამუშაო მიზნით, უფლება ეძლევათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის ქვეყნებში 90 დღის განმავლობაში 180-დღიანი ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები