გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი

„დღევანდელი დღე არის გამოხატულება უდიდესი ნდობისა, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ და დიდი ნდობის გამოხატულება, ასევე, ჩვენი ხელისუფლების მიმარ“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროპარლამენტში დღეს გამართულ ხელმოწერას.
„მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, არის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ. დღეს ევროკავშირის კარი გაიღო საქართველოსთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს უკვე აღარ არის პირველი ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიმართულებით, ეს უკვე არის მნიშვნელოვანი მიღწევა ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე“, – განაცახდა კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა რეფორმების განხორციელების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა კოლეგებს, საქართველოს ყველა მეგობარს ევროპარლამენტში, ევროკავშირის საბჭოში, ევროკომისიაში და პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქეებს.
„დღევანდელი დღე არის გამოხატულება უდიდესი ნდობისა, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ და დიდი ნდობის გამოხატულება, ასევე, ჩვენი ხელისუფლების მიმართ. ეს არის ძალიან დასაფასებელი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უმნიშვნელოვანესი რეფორმები. საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის ნამდვილი წევრი. საქართველომ უნდა გააგრძელოს თანმიმდევრული სვლა ევროკავშირის მიმართულებით და ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ საქართველო სმოსახლეობასთან ერთად“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებულ რეგულაციას ბრიუსელში ხელი ოფიციალურად მოეწერა.
ევროპარლამენტში გამართული ცერემონიის ფარგლებში რეგულაციას ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა მოაწერეს.
ღონისძებას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები