ზესტაფონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ტატო ბარათაშვილის დაბადებიდან 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

ზესტაფონის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების 200 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურული საღამო მოეწყო. ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ღონისძიება მე – 2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს. ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ასევე გამოფენილი იყო ის მასალა,რომელიც ბიბლიოთეკის არქივში ინახება და ტატო ბარათაშვილის შემოქმედებას ეძღვნება. ღონისძიებას გამგებლის მოადგილე ვახტანგ ღამბაშიძეც ესწრებოდა. იუნესკომ ნიკოლოზ ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურული მოვლენების ნუსხაში შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები