ხაშურში ახალი სპორტ-კომპლექსი შენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ რეგიონებში მშენებარე ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის მიზნით, ხაშურში სპორტ-კომპლექსის მიმდინარე მშენებლობა დაათვალიერა.
პროექტის მთლიანი ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია. სპორტ-კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
ობიექტის გახსნის შემდეგ, ადგილობრივ ახალგაზრდებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ვარჯიში შეეძლება. მშენებლობაზე ამჟამად, 15 ადამიანია დასაქმებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები