თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციის დასკვნით ეტაპზე გადასვლა მიულოცა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციის დასკვნით ეტაპზე გადასვლა მიულოცა – ევროპარლამენტში უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონია დღეს გაიმართება.
„დღეს, ევროპარლამენტში ხდება საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და პრინციპში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასკვნითი ეტაპი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით. სულ მალე, მარტის თვის ბოლოს, ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ უვიზოდ მიმოსვლას ევროკავშირის ტერიტორიაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ამბავია და კიდევ ერთხელ გვინდა მივულოცოთ საქართველოს მოქალაქეებს ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი,”-განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები