„რაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, დავამტკიცეთ, რომ ადამიანის უფლებები და მედიის დაცვა ჩვენი პრიორიტეტია“

“5 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, დავამტკიცეთ, რომ ადამიანის უფლებები და მედიის დაცვა ჩვენი პრიორიტეტია”, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ „რუსთავი-2“ საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მათ შორის ევროკავშირის და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მიერ.
,,ვფიქრობ, მიზანშეწონილი არ არის წინასწარ გავაკეთო განცხადებები. ჩვენთვის დემოკრატიის ხაზი ნამდვილად გადის ადამიანის უფლებების დაცვაზე, მედიის თავისუფლებაზე. 5 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, დავამტკიცეთ რომ ადამიანის უფლებები და მედიის დაცვა ჩვენი პრიორიტეტია. ეს არის აღიარებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, მათ შორის, ევროკავშირის და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მიერ. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ საქართველოში დემოკრატიული გარდაქმნები არის შეუქცევადი და დემოკრატიული რეფორმები სრულ შესაბამისობაშია ჩვენს ვალდებულებებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, საერთაშორისო ასპარეზზე“ , – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები