გუგული მაღრაძე: ის სტანდარტი, რაც მოსმენების პროექტში ჩავდეთ, ბევრ ევროპულ ქვეყანაში მუშაობს

“იმდენი მაკონტროლებელი ჰყავს მოსმენებთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას, რომ უკანონო მოსმენა ფაქტობრივად, გამორიცხულია”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა.
გუგული მაღრაძეს მიაჩნია, რომ ორგანიზაცია, რომელიც მოსმენებთან დაკავშირებით შეიქმნა, ბევრ ევროპულ ქვეყანაში წარმატებულად მუშაობს. გუგული მაღრაძე უკანონო მოსმენებს გამორიცხავს.
„მსგავსის სახით, ასეთი ორგანიზაციები მუშაობს ბევრ ევროპულ ქვეყნებში, საფრანგეთმა კიდევ უფრო გაამკაცრა ამ ტიპის ორგანიზაციის კონტროლი. ყველას აქვს უფლება, საკუთარი აზრი ჰქონდეს, პრეზიდენტსაც რასაკვირველია, აქვს ვეტოს დადების უფლება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ ევროპულ სასამართლოს მიმართავენ ჩვენი ოპონენტები კომისიასთან დაკავშირებით, ამ საქმეს ვერ მოიგებენ, რადგან ეს ორგანიზაცია კონტროლდება ბევრი საშუალებით და უკანონო მოსმენები ფაქტობრივად, გამორიცხულია. კითხვები ნებისმიერი საკითხის ირგვლივ ყოველთვის არსებობს და იარსებებს. განსხვავებულ აზრს ყოველთვის აქვს არსებობის უფლება“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები