სალომე ბენიძის რომანი „ქალაქი წყალზე“ გერმანულად გამოიცემა

სალომე ბენიძის რომანი „ქალაქი წყალზე“ მალე გერმანულად გამოიცემა. ამ ინფორმაციას გამომცემლობა „წიგნები ბათუმში” – “BOOKS IN BATUMI” Publishing“ ავრცელებს.
„ჩვენი ბესტსელერი ავტორის, სალომე ბენიძის რომანი, “ქალაქი წყალზე”, გერმანულ ენაზე ითარგმნება! წიგნის საავტორო უფლებები გამომცემლობამ “Aviva Verlag” მოიპოვა, რომელიც ქალი ავტორების გამოცემით არის ცნობილი. თარგმანზე იუნონა გურული იმუშავებს. გერმანულენოვანი მკითხველისთვის წიგნი წლის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი“, – აღნიშნულია გამომცემლობის ფეისბუქგვერდზე.
„ქალაქი წყალზე” წარმოადგენს რამდენიმე მოთხრობისაგან შემდგარ კრებულს, რომელსაც ერთი საერთო ხაზი აერთიანებს. წიგნში მოთხრობილია შვიდი ქალის ცხოვრების, ტკივილის, სიყვარულის, ბრძოლისა და ბედნიერების ისტორია, მისტიკური და იდუმალებით მოცული ელფერით. კრებული 2015 წელს გამოსცა გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ და წინანდლის პრემია მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები