დღეს ლევან ცუცქირიძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა

დღეს, ფერმწერის, გრაფიკოსისა და პედაგოგის, ქართული მონუმენტური ფერწერის ოსტატის – ლევან ცუცქირიძის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ცუცქირიძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ქართული კულტურისთვის უდიდესი საჩუქარია. მის მიერ შესრულებულ “ვეფხისტყაოსნის” ილუსტრაციებში, სიონის ტაძრის კედლის მხატვრობასა და სხვა არაერთ შედევრში ჩანს, თუ რამხელა ძალა აქვს ხელოვნებას, რომელიც ეროვნულ იდენტობასა და პროფესიონალიზმს ეყრდნობა.

,,ლევან ცუცქირიძის შემოქმედების საერთაშორისო აღიარება ქართული სახვითი ხელოვნების უნიკალური შესაძლებლობების კიდევ ერთი დადასტურებაა”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები