უკრაინაში მშვიდობის დამყარების პროცესის გარკვეულ ეტაპზე, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები შედგება, რომლებშიც მონაწილეობას ევროკავშირიც მიიღებს. ამის შესახებ ევროკომისიის მთავარმა სპიკერმა, პაულა პინიომ ბრიუსელში ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ უკრაინაში მშვიდობისთვის. უკრაინაში მშვიდობა ერთ ადამიანზე იქნება დამოკიდებული – როგორც კარგად იცით, პრეზიდენტ პუტინზე. ასევე, აშკარაა, რომ გარკვეულ მომენტში მოლაპარაკებების გამართვა პრეზიდენტ პუტინთანაც მოგვიწევს.
სამწუხაროა, რომ არ გვაქვს დიდი ნიშნები იმისა, რომ პრეზიდენტი პუტინი აპირებს ასეთ მოლაპარაკებებში მონაწილეობას. ჩვენ ჯერ არ მივსულვართ იქამდე. თუმცა, ამ ეტაპზე, ჩვენ გულწრფელად გვჯერა, რომ იქნება რაიმე სახის მოლაპარაკებები, რომელიც უკრაინაში მშვიდობამდე მიგვიყვანს“, – თქვა პინიომ.
მანვე დასძინა, რომ ევროკავშირი ასევე შეშფოთებულია მისი უსაფრთხოებით, რადგან „უკრაინას ჩვენი ევროპის ნაწილად აღვიქვამთ“.