ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მხატვარი ნოდარ გაფრინდაშვილი გარდაიცვალა

გარდაიცვალა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მხატვარი – ნოდარ გაფრინდაშვილი. ინფორმაციას თავად თეატრი  ავრცელებს. 
„ნოდარ გაფრინდაშვილი 70- 80-იან წლებში რუსული მოზარდ მაყურებელთა თეატრის მთავარი მხატვარი იყო. ასევე, აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ მოზარდ მაყურებელთა თეატრთან. გააფორმა არაერთი გამორჩეული სპექტაკლი, რომლებიც დღემდე ახსოვს მაყურებელს:
ნ. დუმბაძე „კუკარაჩა“ რეჟ. შ.გაწერელია ,რ.ტომა „მახე“ რეჟ. ზ.სიხარულიძე, ო.ჰენრი „წითელკანიანთა ბელადი“ რეჟ.გ.კიტია .
რუსულ მოზარდში მის მიერ მხატვრულად გაფორმებული სპექტაკლებია: ვ. პანოვი „ლურჯი ფრინველის ძიებაში“ რეჟ.ლ.მირცხულავა , პ.პანჩევი „ოთხი ტყუპის ზღაპარი“ რეჟ. ნ.ჯანდიერი ა.ჩეხოვი „ხელის თხოვნა“ რეჟ.ლ.მირცხულავა, ნ.დუმბაძე „ნუ გეშინია , დედა“ რეჟ. ლ.მირცხულავა, ლ.კრუჩკოვსკი „თავისუფლების პირველი დღე“ რეჟ. ნ.ჯანდიერი და მრავალი სხვა
მხატვრის ყველა ნამუშევარი დიდი პროფესიონალიზმითა და სიყვარულითაა შექმნილი.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები