“რადიკალური ოპოზიცია, ეტყობა, ახალი ეტაპისთვის ემზადება; ამაზე არაერთი რამ მოწმობს” – ზაალ ანჯაფარიძე
“რადიკალური ოპოზიცია, ეტყობა, ახალი ეტაპისთვის ემზადება. ამაზე არაერთი რამ მოწმობს”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“1/ სააკაშვილის მკვეთრი გააქტიურება საინფორმაციო სივრცეში-ეტყობა, ჯერ კიდევ აქვს რაღაცის იმედი, ან გარედან მისცეს.
2/ რადიკალური ოპოზიციის ლიდერთა ნაწილის ციხიდან გამოსვლა. ბუნებრივია, აქტიურად შეახსენებენ თავს.
3/ რუსთაველზე გამოყრილი ჯოგის მიერ აქციების ინტენსივობის (შესაბამისად დაფინანსების) გაზრდა
4/ 2026 წელს საქართველოზე და მის ხელისუფლებაზე დასავლეთის წნეხის/სასჯელის მოსალოდნელი ზრდა,
5/ადგილობრივი რადიკალური ჯგუფებისთვის მსხვილი ფინანსური ინიექციები და სხვა სახის ტექნიკური დახმარება (მაგ. BBC მსგავსი “გამოძიება). ასევე “ეროვნულ-პატრიოტული” ძალების მობილიზება სიტუაციურ მოკავშირეებად, როგორც ეს გააკეთეს 2003 წელს.
ეტყობა, აქვთ იმედი, რომ ამ ყველაფრის კომბინაციით და უფრო მაღალ ხარისხში აყვანით, სასურველ შედეგს (ხელისუფლების ცვლილებას) მიაღწევენ. საინტერესოა, იმაზე თუ ფიქრობენ, მერე რა იქნება და ამას რა მოჰყვება. რაც ნახეს 2003 წელს, ვერც 2026 და ვერც შემდგომ წლებში აქ უკვე ვეღარ ნახავენ.
ხელისუფლება, ჩემი დაკვირვებით, ჯერჯერობით თავდაცვის რეჟიმშია. თუმცა, პერიოდულად საკმაოდ ეფექტურ კონტრშეტევებსაც ახორციელებს, რაც მთლიანობაში სიტუაციის გაკონტროლების საშუალებას იძლევა”, – წერს ანჯაფარიძე.