ზელენსკი: არსებობს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ახალ მასშტაბურ დარტყმას ამზადებს

რუსები უკრაინის ტერიტორიაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Telegram-ის არხზე გამოქვეყნებულ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მან უკრაინელებს მოუწოდა, ფრთხილად იყვნენ, როდესაც ქვეყანაში საჰაერო განგაშის გამოცხადება ხდება.

„დაზვერვის სამსახურიდან არსებობს ინფორმაცია, რომ რუსები ახალ მასშტაბურ დარტყმას ამზადებენ: დრონებით საჰაერო თავდაცვისა და რაკეტების შესასუსტებლად. მათ სიცივით სურთ ისარგებლონ. ეს დარტყმა შესაძლოა უახლოეს დღეებში განხორციელდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ და ხალხს მოუწოდა, დაიცვან საკუთარი თავი და ქვეყანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები