ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ თანამშრომლებთან სამუშაო თათბირი გამართა. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თათბირის ფარგლებში ვახტანგ ბერიძემ მოისმინა ინფორმაცია სოფლებში არსებული მდგომარეობის შესახებ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ზამთარში მუნიციპალიტეტში არსებულ გამოწვევებსა და მოსახლეობის საჭიროებებზე.

“მერმა თანამშრომლებს დაავალა მოქალაქეებთან მაქსიმალური კომუნიკაციის უზრუნველყოფა და საჭიროების შემთხვევაში დროული დახმარების გაწევა.

თათბირზე ასევე განიხილეს, მიმდინარე წელს დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით მიმდინარე პროგრამები. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის მიმართულებით 16 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით 18 მიზნობრივი პროგრამა ხორციელდება, რისთვისაც 5 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები და მათი განხორციელების საკითხები.

თათბირს ესწრებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ჯამბულატ მელაძე და მერის მოადგილე ნური გორგაძე”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები