WSJ-ის ცნობით, ტრამპი ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმებისკენ იხრება
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამჟამად ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმების ავტორიზაციისკენ იხრება, თუმცა შესაძლოა, პოზიცია ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და უახლოეს მრჩევლებთან კონსულტაციების მიხედვით შეცვალოს, – ამის შესახებ Wall Street Journal-ი აშშ-ის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის ცნობით, თეთრი სახლი ამავდროულად განიხილავს თეირანის წინადადებას ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით დიპლომატიური კონტაქტების აღდგენის შესახებ.
როგორც წყაროები აღნიშნავენ, პრეზიდენტის ზოგიერთი უფროსი თანაშემწე, მათ შორის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი მას მოუწოდებს, პირველ რიგში, დიპლომატიური არხები იქნეს გამოყენებული.