ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება მომიტინგეებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

ირანის ხელისუფლება მომიტინგეების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და პრეზიდენტი მათ შეხვდა, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

„ირანის მთავრობამ საპროტესტო აქციების არსებობა აღიარა და მომიტინგეების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართა, ხოლო პრეზიდენტმა მათთან შეხვედრა გამართა“, – თქვა არაღჩიმ „ალ ჯაზირასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, ქვეყანაში ინტერნეტი გაითიშა მას შემდეგ, რაც „საზღვარგარეთიდან შეკვეთილი ტერორისტული აქტები“ დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ირანში მიმდინარე არეულობების დროს 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, პოლიციელი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC, ქვეყნის ელიტური სამხედრო დანაყოფი) წევრი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები