თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადებით, ტრამპს ირანში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკვე აჩვენა, რომ საჭიროების შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენების არ ეშინია.

„ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგად ახერხებს ყველა ვარიანტის განხილვას და საჰაერო დარტყმები იქნება ერთ-ერთი იმ მრავალი ვარიანტიდან, რომელიც განხილვაში არსებობს“, – აღნიშნა კეროლაინ ლივიტმა ჟურნალისტებთან.

მანვე დასძინა, რომ ტრამპისთვის „დიპლომატია ყოველთვის პირველი ვარიანტია“.

„მან გუშინ ღამით ყველას გითხრათ, რომ ის, რასაც საჯაროდ ისმენთ ირანის რეჟიმისგან, საკმაოდ განსხვავდება იმ შეტყობინებებისგან, რომლებსაც ადმინისტრაცია პირადად იღებს.

პრეზიდენტმა აჩვენა, რომ მას არ ეშინია სამხედრო ვარიანტის გამოყენების მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის. ეს ირანზე უკეთ არავინ იცის“, – თქვა ლევიტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები