Reuters-ის ცნობით, გრენლანდია ნატოს ეგიდით თავდაცვის უზრუნველყოფას აპირებს
გრენლანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ საკუთარი თავდაცვის უზრუნველსაყოფად, ნატოს ეგიდით ძალისხმევის გაძლიერებას აპირებს. ამის შესახებ Reuters-ი გრენლანდიის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.
„გრენლანდიის მთავრობამ ორშაბათს განაცხადა, რომ გააძლიერებს ძალისხმევას, რათა გრენლანდიის თავდაცვა ნატოს ეგიდით იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა სააგენტომ.
სააგენტოს ცნობით, მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ ნატოს ყველა წევრს, მათ შორის შეერთებულ შტატებს, გრენლანდიის დაცვაში საერთო ინტერესი აქვს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია შეერთებული შტატების ნაწილი უნდა გახდეს, ეროვნული უსაფრთხოებისთვის მისი სტრატეგიული მნიშვნელობის მოტივით.