პატრიარქი სამების ტაძარში ღვთისმსახურებას დაესწრო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას დაესწრო, სადაც წმინდა ანდრეა კრეტელის კანონი წაიკითხეს.
ილია მოერეს მრევლისთვის დღეს ქადაგებით არ მიუმართავს და არც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაუკეთებია კომენტარი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გერმანიიდან 20 თებერვალს დაბრუნდა. მას ბერლინის კლინიკაში ნაღვლის ბუშტის ოპერაცია გაუკეთდა. ექიმების ინფორმაციით, პატრიარქი თავს კარგად გრძნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები