ბათუმში მედეგობის მეორე ფორუმი გაიხსნა

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის კოორდინაციით, საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ოქსფამისა“ და მისი პარტნიორი ორგანიზაციების „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“ და „შავი ზღვის ეკო აკადემია“ ორგანიზებით, ქ.ბათუმში მედეგობის მეორე ფორუმი გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც სამთავრობო უწყებების, სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და სფეროს ექსპერტები ესწრებოდნენ, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული “კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ განიხილეს.
ფორუმის მონაწილეებმა იმსჯელეს კატასტროფის რისკის შემცირების სამოქმედო გეგმების რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებზე შემუშავების გზებზე და ამ პროცესში კერძო სექტორის, მედიის და აკადემიური წრეების ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს, სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტების გათვალისწინებით (რისკის მენეჯმენტი ადგილობრივ დონეზე, გენდერი, ინკლუზიურობა და მრავლსექტორული ჩართულობა).
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფორუმის მიზანია დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა, რაც ხელს შეუწყობს ქალაქისა და სოფლის დონეზე მედეგობის გაძლიერებას აჭარაში.
მედეგობის მეორე ფორუმი ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარების და სამოქალაქო დაცვის გენერალური დირექტორატის (ECHO) მიერ დაფინანსებული პროგრამის – „თემების მდგრადობის მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გაიმართა. პროგრამის მიზანია, სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობისა და მათი საარსებო პირობების დაცვა ბუნებრივი კატასტროფებისა და კლიმატის ცვლილების გავლენისგან. „ოქსფამი“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, აღნიშნულ პროექტს საქართველოს მასშტაბით, აჭარაში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები