ნინო გოგუაძემ საბურთალოს რაიონში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა

საქართველოს პარლამენტის წევრმა, №5 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის დეპუტატმა, ნინო გოგუაძემ, გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად, კანდელაკის, ბუდაპეშტის და ტაშკენტის ქუჩებზე მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, წყალკანალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს, წესრიგდება ყველა სახის კომუნიკაცია, რომლის დასრულების შემდეგაც ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება. მაჟორიტარმა დეპუტატმა, გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად, ახალი სტადიონი დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას ამ ქუჩაზე სკვერების მოწყობის გეგმაც გააცნო.

„წინასაარჩევნო პერიოდში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ხშირად იკვეთებოდა ისეთი პრობლემები, რომლებიც გზის, სკვერების მოწყობის, წყალ-კანალიზაციის და სხვა საკითხებთან იყო დაკავშირებული.
არჩევნების შემდეგ, ამ პრობლემების ეტაპობრივად მოგვარება აქტიურად დაიწყო. ჩემი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა,  მაქსიმალურად შევინარჩუნო ურთიერთობა ჩვენს საზოგადოებასთან, მუდმივ კომუნიკაციაში ვიყო ადამიანებთან.
ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მიდიხარ და ადგილზე ეცნობი ამ ადამიანების პრობლემებს”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები