1 მარტს, ღამის საათებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება

 შეეზღუდება 1 მარტს, ღამით, 03:30-დან 04:30 საათამდე ინტერვალში, 5 წუთით ეგხ „ალავერდი“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის 1775 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
როგორც „კვირას“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, ელექტროენერგია ასევე შეეზღუდება ქ. თბილისის ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის ნაწილს.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, აღნიშნული შეფერხების გამო, მომხმარებელს ბოდიშს უხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები